პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ექსპრემიერის, გამოკითხვა, ურთიერთბრალდების რეჟიმში წარიმართა. 2 საათის გნამავლობაში გიორგი გახარია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობდა. გახარიას განმარტებები და არგუმენტები, რომელიც საგუშაგოს ჩადგმაზე მის გადაწყვეტილებას შეეხებოდა - სარწმუნო არ აღჩმონდა კომისიისთვის. კომისიის წევრებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულეს, თავის მხრივ, გიორგი გახარიამ კი აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საგუშაგოების ჩადგმის გეგმის ხელშეშლით, რუსული ინტერესები გაატარა. ამავე პოზიციას იზიარებენ გახარიას თანაგუნდელები. მათი მტკიცებით, მმართველმა ძალამ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით ვერავითარი დასაბუთებეული შენიშვნა ვერ წარმოადგინა. ხელისუფლების ოპონენტები პროცესს პოლიტიკურ შურისძიებად აფარებენ.