საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამძიმარი ირანის ხელისუფლებას და შეშფოთებული საერთაშორისო პარტნიორები - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში, სახელწოდებით „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის საელჩომ. ხელისუფლების ოპონენტები და საერთაშორისო პარტნიორები “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ - რა განცხადებები გავრცელდა ისრაელისა და ირანის საელჩოების მხრიდან და როგორ ეხმაურებიან მიმდინარე მოვლენებს დასავლელი პარტნიორები?