თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

2025-07-03 12:40:27+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს დაცვის მხარე, ასევე, ადვოკტთა ინფორმაციით, ბრალდებული საბა ჯიქია საბოლოო სიტყვის უფებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენიც გამოაცხადოს. ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. რამდენიმე წუთში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი დაიწყება.