რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ელჩის ამპლუაში ბოლოჯერ უმასპინძლა. სიტყვით გამოსვლისას, დიპლომატმა თავისუფლების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ელჩმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვები მოიხმო და აღნიშნა, რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით შეუძლებელია.