რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა 50 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებს კვლავ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აგრესორი ქვეყნის მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სამშვიდობო ძალისხმევის აშკარა უარყოფას, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ხორციელდება.