ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას - ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ საქართველოს! - Palitra News

ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას - ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ საქართველოს!

2025-07-03 12:48:27+04:00

საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას. ჩვენ უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს! - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის პირველი იყო, ვინც რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგებოდა.

„საქართველო ყოველთვის პირველი იყო, ვინც რუსეთის აგრესიას ეწინააღმდეგებოდა - ახლა კი ისინი პირველები განიცდიან პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას. ჩვენ უნდა დავუდგეთ საქართველოს!“ - წერს პავილიონისი.