5 თვეში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში თითქმის 73 მლნ ლარი შევიდა და ეს კიდევ შემცირებული თანხაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 18%-ით - Palitra News

5 თვეში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში თითქმის 73 მლნ ლარი შევიდა და ეს კიდევ შემცირებული თანხაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 18%-ით

2025-07-03 13:44:41+04:00

5 თვეში საგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში თითქმის 73 მლნ ლარი შევიდა და ეს კიდევ შემცირებული თანხაა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 18%-ით. საგზაო მოძრაობის დარღევისთვის ჯარიმები კიდევ უფრო მკაცრდება. პარლამენტმა ახალი რეგულაციები დაჩქარებულად დაამტკიცა. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის თანახმად, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული - აღნიშნული ქმედება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. თვითნებურად გადაკეთებულად მათ შორის ჩიათვლება ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე გადაყვანოს. წესდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე შეცდომაში შემყვანი სპეციალური ციმციმა სიგნალების დაყენებაზე. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 15 ქულით შემცირებას. დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით. ახალი კანონით, ე.წ. დრიფტი ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალება. მკაცრდება მიდგომა და იზრდება ჯარიმები ქვეითად მოსიარულე ადამიანებზეც. საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის ქვეუთებს 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარის გადახდა მოუწევთ. 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის. გაცილებით მძიმე ადმინისტრაციული სასჯელია გათვალისწინებული იგივე ქმედებისთვის ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, რაც გამოიწვევს ქვეითის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ხოლო თუ იგივე დარღვევას ქვეითი 1 წლის განმავლობაში მეორედ ჩაიდენს, 200 ლარით დაჯარიმდება.