შარშანდელთან შედარებით ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა - Palitra News

შარშანდელთან შედარებით ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა

2025-07-03 13:45:24+04:00

შარშანდელთან შედარებით ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. საქასტატი ივნისის თვის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის მიხედვითა, წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 4% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი ფასები სურსათზე. სამომხმარებლო პროდუქტებიდან კი ყველაზე მეტად გაძვირებულია ბოსტნეული და ბაღჩეული - ერთი წლის განმავლობაში თითქმის 26%-ით. 20%-ზე მეტით გაზრდილია ფასები ზეთსა და ცხიმზე. დაახლოებით 15,5%-ით გაძვირებულია ყავა, ჩაი და კაკაო. 10%-იანი ზრდაა სახეზე პურისა და პურპროდუქტების ქვეჯგუფზე. 7-10 პროცენტის ფარგლებში გაძვირებულია ასევე ისეთი პროდუქტები როგორიცაა შაქარი და ტკბილეული; ხორცი და თევზის პროდუქტები; რძე, ყველი და კვერცხი. სურსათთან ერთად, წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზაირდა ფასები ჯანაცვის სექტორშიც. ერთნაიარად არის მომატებული ფასები, როგორც ამბულატორიულ მომსახურებაზე, ისე საავადმყოფოების სერვისებსა და სამედიცინო პროდუქტებსა თუ აპარატურაზე. ერთადერთი სასაქონლო ჯგუფი, სადაც წლიურ ჭრილში ფასების შემცირებას ასახავს საქსტატი ტრანსპორტია, უფრო დეტალურად კი ფასების შემცირება შეინიშნება პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაზე, დაახლოებით 8%-ით.