თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები ერთიმეორის მიყოლებით მიმდინარეობს. ამ წუთებში ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი ეკატერინე ყუფარიძე იკითხება, რომლის მტკიცებითაც, გამოძიების ფარგლებში მისთვის გადაცემულ დისკებზე არსებულ კადრებში ბრალდებულები ვეფხვია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი ჩანან. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქიას საქმეს, მოსამართლე განაჩენს სავარაუდოდ 10 ივლის გამოაცხადებს. მას 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.