ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება და საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა - ასეთი იყო საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანი გზავნილების პათოსი გუშინ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც ქართველები დემოკრატიის დასაცავად იჩენენ, თუმცა ამავე კონტექსტში მან განაცხადა, რომ სწორედ დემოკრატიის დაცვისთვის დღეს ბევრი ადამიანი ფასს იხდის და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან. რობინ დანიგანის გზავნილებს სრულად იზიარებენ ოპოზიციაში.