ირანის ხელისუფლებისთის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამძიმარს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა ისრაელის საელჩომ. ხელისუფლების ოპონენტები და საერთაშორისო პარტნიორები “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ირანის მიმართ დაფიქსირებულ სოლიდარობას ჩვენს ქვეყანასთან მათი სწორხაზოვანი პარტნიორული ურთიერთობები განაპირობებს. რა განცხადებები გავრცელდა ისრაელისა და ირანის საელჩოების მხრიდან და როგორ ეხმაურებიან მიმდინარე მოვლენებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?