შესაძლოა თუ არა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე გიორგი გახარიას გამოკითხვა და მოსმენილი პასუხები ექსპრემიერი დაკავების წინაპირობა გახდეს? - ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ქართულ ოცნებას გიორგი გახარიას დაპატიმრება უნდა. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოების ჩადგმით სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებს, თუმცა საპასუხოდ გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და და სუს-ის ბრალეულობაზე საუბრობს. ვინ როგორ აფასებს გუშინდელ სხდომაზე კომისიის წევრებისა და გიორგი გახარიას შორის მწვავე კამათის ფონზე გაჟღერებულ გზავნილებს?