პროკურატურამ გასაღების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 714 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეათადონი“ ფხვნილისა და გრანულების სახით.დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.