სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 5 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა.
როგორც გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა, მისთვის შეფარდებულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა დაპატიმრებული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
რა ხდებოდა საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე?