თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა იმატებს - ბოიკოტი თუ მონაწილეობა? - Palitra News

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა იმატებს - ბოიკოტი თუ მონაწილეობა?

2025-07-03 20:28:19+04:00

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა იმატებს. ხელისუფლების ოპონენტები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა გეგმით იმოქმედებენ - მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ ამ პროცესს სრულ ბოიკოტს გამოუცხადებენ. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს, ხოლო მათი ნაწილი ამ პროცესისთვის აქტიურად ემზადება. ამავე დროს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ოპონენტები ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და ამ თვალსაზრისით კონკრეტულ გეგმებს აყალიბებენ. აღნიშნულ თემას პოლიტიკური ექსპერტები და ანალიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.