მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა - სწორედ ასეთი იყო საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადების საერთო შინაარსი გუშინ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც შტატების საელჩოში გაიმართა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიის დასაცავად იჩენს, თუმცა ამავე კონტექსტში მან განაცხადა, რომ სწორედ დემოკრატიის დასაცავად დღეს ბევრი ადამიანი დიდ ფასს იხდის და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში რჩებიან. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაში რობინ დანიგანის ამ გზავნილებს ბოლომდე იზიარებენ. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები და რაზე გაამახვილა ყურადღება ამერიკელმა დიპლომატმა?