ირანის ხელისუფლებისთის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამძიმარს საერთაშორისო პარტნიორთა მხრიდან შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა. ამ თემასთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ საქართველოს ხელისუფლება უკვე მწვავედ გააკრიტიკა. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ შეფასებებ, ოპოზიციის წევრები და საერთაშორისო პარტნიორები “ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ, მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ირანის მიმართ დაფიქსირებულ სამძიმარს ჩვენს ქვეყანასთან მათი სწორხაზოვანი პარტნიორული ურთიერთობები განაპირობებს. რა განცხადებები გავრცელდა ისრაელისა და ირანის საელჩოების მხრიდან და როგორ ეხმაურებიან მიმდინარე მოვლენებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?