სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი მინდაძეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრების განცხადებით, მათ სწორედ ეს მოლოდინი ჰქონდათ. ისინი დაგეგმილი სასამართლო პროცესებისა და საბოლოო განაჩენების შესახებ საუბრობენ და ამბობენ, რომ სასამართლო სხვა დაკავებულების შემთხვევაშიც სასჯელის ფორმად პატიმრობას გამოიყენებს. საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ისინი მოქალაქეებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.