გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს - Palitra News

გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს

2025-07-04 09:19:26+04:00

გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს?! - ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოლოდინები ნეგატიურია. მხარეები ყურადღებას რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ დოკუმენტში დეტალურადაა ასახული რეალობა, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ოპოზიცია არ გამორიცხავს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებული მოწოდებები ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაიზიარონ და საქართველოსთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.