ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე გამოცხადდება - Palitra News

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე გამოცხადდება

2025-07-04 09:20:55+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს 14:00 საათზე გამოცხადდება. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში მიიღებს, თუმცა მოლოდინებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ოპოზოციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავსად, ოქრუაშვილსაც რამდენიმე თვიან პატიმრობას შეუფარდებს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება არც მეორედ ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან, კიდევ ერთი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.