საპროტესტო აქციების 218-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა - Palitra News

საპროტესტო აქციების 218-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა

2025-07-04 09:22:20+04:00

საპროტესტო აქციების 218-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. რუსთაველზე პროტესტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარშიც შეუერთდა. მომიტინგეები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია ქვეყანა პროდასავლურ კურსს დაუბრუნდეს.