ბოიკოტი თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა?! - ოპოზიციურ სივრცეში აზრი ორად იყოფა. რვა ოპოზიციური პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. პარტია “გახარია-საქართველოსთვის” ღიად აცხადებს, ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად, არჩევნები ერთადერთი მშვიდობიანი გზაა. პარტია “ძლიერი საქართველოს” პოზიცია კვლავ ბუნდოვანი რჩება. გუნდში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ და გამარჯვების შანსებზე საუბრობენ. მეორე მხრივ, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მზადება დაწყებული აქვს ქართულ ოცნებასაც.