რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა - Palitra News

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა

2025-07-04 09:25:17+04:00

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი კავშირების განვითარებისთვის კარგ პერსპექტივებს ხედავს. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები დაინახა, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში.2021 წელს ავღანეთში ომის შედეგად ხელისუფლების მოპოვების შემდეგ “თალიბანმა” სახელმწიფოს სახელი შეუცვალა და ის “ავღანეთის ისლამური ემირატი” გახდა.