აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ პროგრესი მიღწეული არ არის. მედიასთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან ირანისა და უკრაინის საკითხები განიხილა. ტრამპის განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, განცხადებით კი, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს. მისი თქმით, საუბრის დროს ასევე, სირიაში, ირანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.