რუსეთმა კიევს დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი - Palitra News

რუსეთმა კიევს დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი

2025-07-04 09:27:48+04:00

რუსეთმა კიევს დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაშავდა სულ მცირე 14 ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძრები და საცხოვრებელი შენობების დაზიანება ქალაქის ექვს რაიონში დაფიქსირდა.კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა. გუშინ, შუადღეს რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსების მიერ ოკუპირებული ლუგანისკის ყოფილი "მერი" მანოლის პილავოვი უკრაინულმა ძალებმა ააფეთქეს. რუსული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პილავოვის სახლის კარს მიღმა იყო დამონტაჟებული.