რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ მოსკოვში გავლენიანი აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი ვაგიფ სულეიმანოვი დააკავეს. როგორც მედია იუწყება, დაკავების მიზეზი, რუსეთში დარჩენასთან დაკავშირებული წესების დარღვევა იყო. მათივე ცნობით, სულეიმანოვი ახლა სახაროვოს მიგრაციული ცენტრის სპეციალურ დაკავების ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო სამი თვის შემდეგ მისი აზერბაიჯანში დეპორტაცია იგეგმება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შესახებ.