პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენი, უახლოეს საათებში უნდა გამოცხადდეს. ვიდრე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილება ცნობილი გახდება, მოლოდინებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ. ოპოზოციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავსად, ოქრუაშვილსაც რამდენიმე თვიან პატიმრობას შეუფარდებს. ხელისუფლების ოპონენტები ასევე არ გამორიცხავენ, გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება არც მეორედ ითანამშრომლონ საგამოძიებო კომისიასთან, კიდევ ერთი გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.