სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა - Palitra News

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა

2025-07-04 12:35:40+04:00

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა. მინისტრმა ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების - განჯალას, კაბალის, ყარაჯალას და უზუნთალას მოსახლეობას კამპანიის უმთავრესი მიზნები და მათთვის შექმნილი შესაძლებლობები გააცნო. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები თემატურ შეხვედრებს გამართავენ და მოსახლეობას მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.