ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული რჩება - Palitra News

ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული რჩება

2025-07-04 12:37:14+04:00

ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული რჩება. აბას არაღჩის თქმით, თეირანის თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს საშუალებით მოხდება. ამგვარად, აბას არაღჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თეირანს მოუწოდებდა, გააუქმოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება. ირანელმა დიპლომატმა გერმანია „ირანზე ისრაელის უკანონო თავდასხმების აშკარა მხარდაჭერის“ გამო გააკრიტიკა.