თურქეთში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის იზმირის პროვინციაში, ერთი კვირაა ტყის ხანძარს ებრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ექსკავატორის ოპერატორი, იბრაჰიმ დემირია, რომელიც ოდემიშის რაიონში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა. მანამდე, იმავე რაიონში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 81 წლის საწოლს მიჯაჭვული მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „ცეცხლის შვილებს“ უწოდებს, განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თურქეთის ექვს ქალაქში ათობით ხანძრის განზრახ გაჩენაზე პასუხისმგებლობა აიღეს.