გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერებს - ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ რეზოლუციაში არსებული მოწოდებები ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაიზიარონ და საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ მთავარი არის არა ე.წ. "უცხოელი ბიუროკრატების" შეფასება, არამედ მოსახლეობაში არსებული განწყობა და შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც, მათივე შეფასებით, ქართული საზოგადოება ობიექტურად ხედავს. უფრო კონკრეტულად რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.