დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული გრძელდება. დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს. სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში - მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში - ცურვასა და შაშხანით სროლაში.
ამასთანავე, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში პარაკალათბურთის შეჯიბრიც გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
გამარჯვებული გუნდების წევრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს. უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ მინაგორაშვილი.