რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა

2025-07-05 13:15:51+04:00

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის 219-ე დღესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდეს პროტესტის ფარგლებში დაკავშირებული ყველა პირი და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტთან მიმდინარე აქციას რესპუბლიკის მოედნიდან ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარშიც შეუერთდა.