ჭიათურაში მოშიმშილე ორივე მაღაროელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მირზა ლოლაძისა და ტარიელ მიქაცაძის მდგომარეობა ბოლო ორი დღის განმავლობაში გართულდა. მიუხედავად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ისინი საჭირო მედიკამენტების მიღებაზე, ექიმს უარს ეუბნებიან. შიმშილობა კიდევ ხუთ მაღაროელს აქვს გამოცხადებული. მოშიმშილეები დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას, ღირსეულ სამუშაო პროცესს, სახელფასო დავალიანების დაფარვასა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.