საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა - Palitra News

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა

2025-07-05 13:17:56+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამდღიან კონფერენციაში არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ბილინგვური მასწავლებლები მონაწილეობენ და მის მიზანს წარმოადგენს ბილინგვური რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის წარმოჩენა, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო ბილინგვური მეთოდიკის პრაქტიკაში დანერგვა.