ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი განაგრძობს მავნებლის საპრევენციო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში - Palitra News

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი განაგრძობს მავნებლის საპრევენციო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში

2025-07-05 13:18:35+04:00

ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი განაგრძობს მავნებლის საპრევენციო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში. ამჯერად ტერიტორიები სენაკის მუნიციპალიტეტში მუშავდება. მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ თხილის ბაღებსა და სხვა კულტურებში წამლობა აგროკალენდრის მიხედვით დროულად განახორციელოს. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.