წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ - Palitra News

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ

2025-07-05 13:20:14+04:00

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით იმ წვევამდელთა ოჯახებს ეწვივნენ, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირდნენ. სამხედროებმა წვევამდელების მშობლებს თავდაცვის უწყებისგან მადლობის წერილები გადასცეს. ამ ეტაპზე, წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვიანი ვადით ნებაყოფლობით მსახურობენ. თავდაცვის ახალი კოდექსით, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.