„ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში კოალიციის წევრებმა გააკეთეს. გუნდში აღნიშნავენ, რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებული სტრატეგია აირჩიეს, თუმცა მიაჩნიათ, რომ გამარჯვებისთვის ყველა ვარიანტი უნდა გამოიყენონ. ლელოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სხვა ოპოზიციონერი სუბიექტები. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი, ხელისუფლების ოპონენტებმა შეცდომად და საერთო ბრძოლის ღალატად შეაფასეს. ამავდროულად, მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართვასა და არჩევნებში მონაწილეობის სურვილის დადასტურებას სთავაზობს, საპასუხოდ კი - შეწყალების თაობაზე აქტის გამოცემას ჰპირდება.