პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა - Palitra News

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა

2025-07-05 16:32:46+04:00

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა. სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „დარიალი“-ს მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.