32 წლის წინ კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას, დღეს გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს - Palitra News

32 წლის წინ კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას, დღეს გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს

2025-07-05 16:33:38+04:00

32 წლის წინ კამანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას, დღეს გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, კამანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 1993 წლის 5 ივლისს აფხაზეთის რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ სოფელ კამანზე შეტევა განახორციელეს. მიუხედავად ადგილობრივი მცველების გმირული წინააღმდეგობისა, სოფლის დაცვა ვერ მოხერხდა და მტერმა სოფელი მთლიანად დაიკავა. სოფლის დაკავებას მალევე მოჰყვა სამოქალაქო მოსახლეობის მასიური წამება და ხოცვა-ჟლეტა.