გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხება. სუჯაშვილი უწყებაში 13:00 საათზე მივა. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულნი არიან, რომ 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად მიიღო. გიორგი გახარიას გუნდი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. პარტიაში მიიჩნევენ რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა გახარიამ ოკუპანტებს დაასწრო, რადგან არსებობდა საფრთხე რომ ქვეყანას ტერიტორია დაეკარგა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რატომ დაიკავა გიორგი გახარიამ პრემიერ მინისტრის პოსტი, თუკი ჩორჩანაში ტერიტორიების დაკარგვაში ბრალი სწორედ მას მიუძღვოდა.