მმართველ გუნდს ევროკომისიის დათქმების შესასრულებლად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს - Palitra News

მმართველ გუნდს ევროკომისიის დათქმების შესასრულებლად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს

2025-07-24 09:52:13+04:00

მმართველ გუნდს ევროკომისიის დათქმების შესასრულებლად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ "ქართული ოცნება" რეკომენდაციებს არ შეასრულებს, რაც მათი თქმით, აჩენს დამატებით საფრთხეს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაკარგოს. ოპოზიციაში აღნიშავემ რომ ბრიუსელმა კონკრეტული მექანიზმები არა ქართველი ხალხის, არამედ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა აამოქმედოს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მტკიცებით, ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას შანტაჟისთვის იყენებს, რათა წინასაარჩევნოდ, ოპოზიცია გააძლიეროს.