საპროტესტო აქციები უკრაინაში - აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც, მათი თქმით, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. პროტესტმა უკრაინის 17 ქალაქი მოიცვა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.