ისრაელის პრეზიდენტი ღაზას სექტორში ჩავიდა. დასავლური მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა ადგილზე მყოფ ჯარისკაცებს განუცხადა, რომ ღაზაში მძევლების დაბრუნების შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისრაელის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება.