თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, სავარაუდოდ, 3 პირი დააკავეს. ადგილზე კორპუსის მაცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც მათივე ინფორმაციით, ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. მცხოვრებლების თქმით, 400-მდე ოჯახს ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობენ. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.