მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

2025-07-24 13:19:18+04:00

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1967 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.