საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა - Palitra News

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა

2025-07-24 14:04:47+04:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა. ცნობისთვის, აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშში სავალუტო ფონდი 6%-იან ზრდას ელოდა. ფონდში მიაჩნიათ, რომ რეალური მშპ-ის ზრდას ხელს შეუწყობს მდგრადი შიდა მოთხოვნა და ტურიზმი, ასევე, საინფორმაციო და ტექნოლოგიების, ასევე ტრანსპორტის სექტორის მდგრადი განვითარება. რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფასების მოსალოდნელი საერთო ზრდის დონე 3%-იან სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში დარჩება. ფონდის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რიგი მიმართულებებით ეკონომიკური სარგებელი ნახა და ეკონომიკის ზრდამ 9%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ საქართველო დაკარგავს ეკონომიკური სარგებლის ნაწილს, ამ ფონზე კი ეკონომიკური ზრდა ეტაპობრივად შენელდება და 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

ასე მაგალითად, ანგარიშიდან ირკვევა, რომ სავალუტო ფონდი 2026 წელს საქართველოსთვის რეალური მშპ-ის 5.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო უკვე 2027-2030 წლების პერიოდში 5%-იან ზრდას ელის.