ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის,  Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა - Palitra News

ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის,  Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა

2025-07-24 15:11:32+04:00

საქართველოს ბაზარზე ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა გაფორმდა. ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის, Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა. ეს პარტნიორობა კი შედეგია იმ მნიშვნელოვანი შეთანხმების, რომელიც Daily ჯგუფსა და Tempo Beverages-ს შორის მაისის ბოლოს შედგა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, Tempo Group-ი „ზედაზენის" საკონტროლო პაკეტის – 60%-ის – მფლობელი გახდა. Tempo Group-ი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიაა ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ, რომლის სტრატეგიული პარტნიორიც Heineken-ია. მნიშვნელოვანია, რომ Heineken-ი თავადაც ფლობს წილს Tempo Group-ში, რაც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქტის მაღალ ხარისხს და მომსახურების საუკეთესო სტანდარტს. უფრო ვრცლად, ამ ახალი ისტორიული ეტაპის დაწყების შესახებ საქართველოს სასმელების ინდუსტრიაში, მარიამ მაზიაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ.