"ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ სულ მალე, 2025 წელს იქცევა კანონპროექტად - Palitra News

"ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ სულ მალე, 2025 წელს იქცევა კანონპროექტად

2025-07-24 15:56:50+04:00

"ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ სულ მალე, 2025 წელს იქცევა კანონპროექტად. გეგელია განმარტავს, რომ ამის თქმის საშუალებას აძლევს გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართული „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ვიზიტები. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი წყარო აქვს, ეს კი ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. გეგელიას განცხადებით, ამავე პოზიციას იზიარებენ როგორც აშშ, ისე ევროკავშირის აღმასრულებელი შტო.