„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელსაც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან, ბრალდება გადაუკვალიფიცირდა - Palitra News

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელსაც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან, ბრალდება გადაუკვალიფიცირდა

2025-07-24 15:59:04+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელსაც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან, ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. მიზეზად პროკურორმა დაასხელა ის გარემოება, რომ შესაძლოა სხვიტარიძეს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. უფრო კონკრეტულად, ბრალდებულს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ნაცვლად ახლა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვიტარიძეს წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა - მას 11 წლის ნაცვლად, ახლა 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოს სასჯელი ემუქრება. საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საბა სხვიტარიძე ნასამართლევია, მას თავისუფლების აღკვეთა მინიმუმ ერთი წლით უნდა განესაზღვროს.